მადრიდის "რეალმა" გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ გუნდის ბელგიელმა მეკარე ტიბო კურტუამ "დორტმუნდთან" ჩემპიონთა ლიგაზე მოგებულ 5:2 შეხვედრაში მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც ის 26 ოქტომბერს გასამართ "ელ კლასიკოში" ვერ იასპარეზებს.
"სამეფო გუნდის" პრობლემები მარტო ამით არ მთავრდება. უკვე ვწერდით, რომ კარლო ანჩელოტის განკარგულებაში დიდი ალბათობით, არც როდრიგო არ იქნება.
შეხსენებისთვის, "რეალისა" და "ბარსელონას" მატჩი შაბათს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.