სრული ფიასკო - "რეალი" სახლში "ბარსელონასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „რეალი“ 4:0 დაამარცხა და "ბაიერნის" შემდეგ "სამეფო გუნდიც" გაანადგურა.

დუბლი ლევანდოვსკიმ შეასრულა, რომელიც 14 გოლით პრიმერას ბომბარდირია. მან "სამეფო გუნდს" 16 მატჩში 10 გოლი გაუტანა. „ბლანკოსის“ კარი აგრეთვე იამალმა და რაფინიამ დალაშქრეს.

„ბარსელონა“ 30 ქულით ლიდერია, „რეალი“ კი 24 ქულით მეორე ადგილზეა.

„რეალი“ 3 ნოემბერს გასვლაზე „ვალენსიას“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბარსელონა“ იმავე დღეს „ესპანიოლს“ უმასპინძლებს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (54), 0:2 ლევანდოვსკი (56), 0:3 იამალი (77), 0:4 რაფინია (84)

მკითხველის კომენტარები / 27 /
ბარსამ კი არ მოიგო არამედ ბაიერნმა
20
რეალი წუხელ დაქალთან დარჩა ღამე.
გია პაპა
11:32 27-10-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული