"ძალიან თავმდაბალი ბიჭი და "ოქროს ბურთის" მომავალი გამარჯვებულია" - ანჩელოტი ვინისიუსზე საუბრობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ბლანკოსის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში მისი შეგირდის, ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა.

გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის თქმით, ბრაზილიელი შემტევი კარგ ფეხბურთელთან ერთად, თავმდაბალი ადამიანიცაა.

"ვინისიუსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის ძალიან თავმდაბალი ბიჭია, დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა, გაიზარდა და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია.

დარწმუნებული ვარ, "ვინი" "ოქროს ბურთის" მომავალი გამარჯვებულია. არის თუ არა ისეთივე დისციპლინირებული ფეხბურთელი როგორც ადრე? დიახ, ზუსტად ისეთია, როგორიც პირველ დღეს იყო, როდესაც შევხვდი", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, "ოქროს ბურთის" დაჯიდლოება 28
ოქტომბერს გაიმართება. 

alt"თუ ესპანეთში რასიზმი არ დამარცხდება, 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატი აქ არ უნდა ჩატარდეს" - ვინისიუს ჟუნიორი

alt"განვითარება უნდა გავაგრძელო, ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ" - ვინისიუს ჟუნიორი

alt"ლა ლიგიდან არ წავალ, რათა რასისტებმა ჩემს სახეს კიდევ დიდხანს უყურონ" - ვინისიუს ჟუნიორი

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვინისიუსი და თავმდაბალი? პაპა რას ეწევი ამ ბოლო დროს?
ბირსი
09:15 27-10-2024
0
საქმე მხოლოდ ვინისიუსს არ ეხება, ზოგადი შეფასებაა. არ ვიცი ვის გქონიათ უშუალოდ პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთთან შეხება, ვისაც არ გქონიათ ის ვერ მიხვდება რაზე ვლაპარაკობ,მაგრამ ვისაც გქონიათ ის დამეთანხმება რომ მოედანზე და მის გარეთ შეიძლება იყო ორი განსხვავებული ადამიანი. ზოგადად ადამიანის შეფასებას როცა ვახდენთ სულ მცირე უნდა ვიცნობდეთ ამ ადამიანს და მერე გამოვხატოთ ჩვენი აზრი ამასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ 90 წუთი ტელევიზორში ნანახიდან.
მამუკა
17:50 26-10-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული