პერესი მბაპეს თამაშით ძალიან უკმაყოფილოა - მან ანჩელოტის ფეხბურთელთან დაკავშირებით ეს შეუთვალა

AutoSharing Option
Relevo-ს ცნობით, "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გუნდის ახალწვეულის კილიან მბაპეს თამაშით ძალიან უკმაყოფილოა.

ის და კლუბის საბჭოს სხვა წევრები თვლიდნენ, რომ ფეხბურთელი გუნდში გამოჩენისთანავე ლიდერი გახდებოდა. წყაროს ცნობით, მადრიდის "რეალი" ახალი კრიშტიანუ რონალდუს შეძენას ელოდება, ახლა კი თვლიან, რომ ახალი ნიკოლას ანელკა იყიდეს.

უფრო მეტიც, პერესი კლუბის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისაც ესაუბრა და შეუთვალა, რომ ეს არ არის ის მბაპე, რაც მას მოლოდინები ჰქონდა. მწვრთნელიც და პრეზიდენტიც კილიანს უყურებენ ლიდერად, მოედანზე და მის მიღმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალს სჭირდება გამოკვეთილი 9-იანი, წელს ასეთი არ ჰყავს და გოლების პრობლემაც ამიტომ არის, თავის დროზე პერესმა შეცდომა დაუშვა როცა ჰალანდი არ იყიდა ბენზემას გამო. გაყიდე მბაპე ლივერპულში და იყიდე ჰალანდი, პრობლემაც მოგვარდება.
მამუკა
16:58 15-11-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული