მესი: ეს კლუბი "ბარსელონაში" "რეალზე" მეტად ეზიზღებათ

AutoSharing Option
ლეგენდარული არგენტინელი ფეხურთელის ლიონელ მესის თქმით, მის ყოფილ კლუბ "ბარსელონაში" ფეხბურთელებს "რეალზე" უფრო მეტად ლონდონის "ჩელსი" ეზიზღებათ.

"არ მეგონა ამას როდესმე თუ ვიტყოდი, მაგრამ "ბარსელონაში" არიან ფეხბურთელები, რომლებსაც "რეალზე" მეტად "ჩელსი" სძულთ.

ასევე არასდროს მიფიქრია, რომ ცხოვრებაში ოდესმე "ბოკა" "რივერისა" და ბრაზილია არგენტინას მეტოქეობაზე უარესს ვნახავდი.

ერთ დროს გვერჩივნა გვეთამაშა "არსენალთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან" ან ვინმე სხვასთან, ვიდრე "ჩელსისთან", - ციტირებს მესის GiveMeSport.
მკითხველის კომენტარები / 5 /
დღეს გამოხმაურებია მესი საქართველოში მიმდინარე ამბებს და დაუგმია ძალადობა სპეცრაზმის მხრიდან.ნუ შემიძულებთო თან თქვენს სტადიონზე ნათამაშევი მაქვსო და ასევე უამრავი მაიკა და ავტოგრაფი მაქვს მიცემულიო.
სიმართლისთვის
02 დეკემბერი 2024 08:18
12
იმიტომ რომ ჩელსის დიდი პრეტენზიები ქონდათ. ჩელსის უფრო ეზიზღებოდა ბარსელონა და ეს იცოდნენ ბარსელონაში, აი ამიტომ. იმიტომ რომ ჩელსი რომ მილიონებს ხარჯავდა და მაინც ბარსელონა ჯობდა საკუთარი აკადემიით და ტალანტით, მესიც მაგათ ყავდათ და მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო ყველანაირას. აი ამას ვერ ეგუებოდა დაბოღმილი ბალაგანი ჩელსი მაგათი რუს-ებრაული ხელმძღვანელობით.
Iniesta1
01 დეკემბერი 2024 23:31
4
ჩელსი-ბარსელონა არის ყველაზე დიდი დაპირისპირება ბოლო25 წელი რეალი-ბაირნეთან ერთად...მართალია დღეს ჩელსი აღარ არის.....ჩელსისთან სპარინგობაში გაიზარდა ბარსელონა რამდენი რამე გვახსოვს აბა ჩამოთვალეთ: რონალდინოს გოლი,ლამპარდის გოლი,2009 ში არ დადებული პენალი მასჯის ,2012 გარი ნევილის ორგაზმი ტორესის გოლზე, თვით მესის ერთერთი საუკეთესო მატჩი 2006 მერვედფინალში დელ ორნოს და რობენის წინააღმდეგ და ა.შ.
გიო
01 დეკემბერი 2024 17:25
0
ჩელსი კაცო? მართლა ლეო?
რომელი ჩელსი? რო გაძარცვეთ ის ჩელსი?))))
საუკუნის ძარცვა იყო იმენნა
მეგრელი
01 დეკემბერი 2024 15:13
16
მაგ თამაშში აბიდალიც არ იყო გასაძევებელი, ანელკა თვითონ ცდილობს წამოდებას და ბარსას სასარგებლოდაც იყო პენალტი როცა ხელზე ხვედება ჩელსის მცველს 1-ლ ტაიმში და საერთოდ იმ დროს VAR-ი რომ ყოფილიყო არავინ იცის როგორ დამთავრდებოდა ის თამაში. ამიტომ ტვინს ნუ ბურღავთ, ისე საუკუნის ძარცვა ბევრ სხვა შემთხვევებზე შეიძლება თქვა კაცმა, როცა იუვე ბოლო წუთზე არ არსებული პენალტი დაუდო ფრანგმა მასაჯმა რეალთან და წააგებინეს ის ორრაუნდიანი დუელი. ისე იმდროინდელი ბარსა იყო უმაღლესი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი და და ჩელსი როგორც ყოველთვის იღბალა და ანტიფეხბურთი, იქნებ ბარსას ინტერთან თამაშებიც გაიხსენო ძარცვაზე რომ ლაპარაკობ, მილანში ოფსაიდი გაუტარეს მილიტაოს გოლზე და კამპ ნოუზე არ არსებული ხელის გამო გააუქმეს ბოიანის გოლი, თან ფინალი ბერნაბეუზე ტარდებოდა და არავის სურდა მადრიდში ბარსა გაჩემპიონება, რომელიც ზედიზედ მეორედ ხდებოდა გამარჯვებული, ეს კი ლიგის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნებოდა
ზაკო-12
01 დეკემბერი 2024 23:39
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული