ნიკო უილიამსი, ალბათ, კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს

AutoSharing Option
"ბილბაოს" 22 წლის გარემარბი ნიკო უილიამსი "ბარსელონაში" არ გადავა, - ამის შესახებ The Athletic-ი იტყობინება.

უილიამსი დიდი ალბათობით "ბილბაოს" სეზონის ბოლოს დატოვებს და კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს. ჟურნალისტმა დევიდ ორნსტეინმა განაცხადა, რომ "ბარსელონა", რომელიც ზაფხულში ნიკოს გადაბირებას ცდილობდა, მის შეძენას ვერ შეძლებს.

უილიამსის სამსახურით პრემიერლიგის კლუბები - "არსენალი", "ჩელსი", "მანჩესტერი" და "ტოტენჰემი", აგრეთვე ბუნდესლიგის "ბაიერნია" დაინტერესებული.

უილიამსმა ამ სეზონში ლა ლიგის 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გამოსასყიდი ფასი კი 60 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული