მოდრიჩი და "რეალი" კიდევ ერთი წლით - მოლაპარაკებები დაწყებულია

AutoSharing Option
MadridXtra-ს ინფორმაციით, "რეალის" 39 წლის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მადრიდულ გრანდში შესაძლოა, კიდევ ერთი წლით დარჩეს.

ხორვატი ვეტერანი "სამეფო გუნდთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. მას "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება და მიაჩნია, რომ კიდევ ერთი წლით მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და ამას ფიზიკურად გაუძლებს.

ინფორმაციისთვის, მოდრიჩი "რეალში" 2012 წელს "ტოტენჰემიდან" 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგის 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი ასისტი მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორი სამწუხაროა, რომ ასეთი დონის, ინტელექტუალუს ხანა მთავრდება ფეხბურთში.
მისი და კროოსის შემცვლელს რეალი ვერ მონახავს!
G.A.L.
17:10 04-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული