ბარსელონა ლევერკუზენის მცველის უფასოდ დამატებას ცდილობს

AutoSharing Option
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრებისა და "ლევერკუზენის" მცველის, ჯონათან ტას ტრანსფერზე მუშაობს.

როგორც ფაბრიციო რომანო წერს, კატალონიური კლუბი 28 წლის ფეხბურთელის უფასოდ დამატებას ცდილობს და მოთამაშეს შეთავაზება უკვე გაუკეთა.

ესპანურ გრანდს ტას საკუთარ რიგებში ხილვა 2025 წლის ზაფხულიდან სურს და მოლაპარაკებები უკვე დაიძრა.

"ბარსას" სპორტულმა დირექტორმა დეკუმ და ფეხბურთელის აგენტმა პინი ზაჰავიმ შეხვედრა უკვე გამართეს. აღსანიშნავია, რომ პინი "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკის აგენტიც არის.

მიმდინარე სეზონში ჯონათან ტამ "ლევერკუზენის" რიგებში 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. 28 წლის მცველი გერმანიის
ნაკრების ღირსებას 2016 წლიდან იცავს და ეროვნული გუნდის მაისური 33-ჯერ მოირგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული