![](https://sportall.ge/pictures/image5/7be8772e8704ecd9f052ccfb1062e626.jpeg)
"ბარსელონას" 25 წლის ცენტრალურმა მცველმა რონალდ არაუხომ ტრავმა მოირჩინა და ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდთან" მატჩის განაცხადში შეიყვანეს.
არაუხომ მუხლის ტრავმა ივლისში ამერიკის თასზე ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში ბრაზილიასთან შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.
"დორტმუნდისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება 11 დეკემბერს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.