ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში, ბერგამოში მოგებული მატჩის (3:2) 35-ე წუთზე "რეალის" თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
მბაპეს მარცხენა ბარძაყის დაზიანება დაუდგინდა და აღდგენისთვის დაახლოებით 10 დღე დასჭირდება. ის თავის გუნდს შაბათს ლა ლიგაზე "რაიო ვალეკანოსთან" ვერ დაეხმარება და მცირეა შანსი, რომ 18 დეკემბერს საკონტინენთაშორისო თასის ფინალში ითამაშოს.
კილიანმა მიმდინარე სეზონში პრიმერას 15 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.