ვინისიუსი: დიახ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ!

AutoSharing Option
Fifa-ს ვერსიით მადრიდის "რეალის" შემტევი ვინისიუსი 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ბრაზილიელმა გამარჯვებით გამოწვეული სიხარული ვერ დამალა და სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

"მოვედი, ვნახე, დავიპყარი. დღეს ვწერ იმ პატარა ბიჭის სახელით, რომელიც თავის კერპებს უყურებდა, თუ როგორ სწევდნენ არ პრესტიჟულ ჯილდოს.

მისი დროც, უფროსწორად, ჩემი დროც დადგა! დროა ვთქვა, დიახ, მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი ვარ და ამისთვის ვიბრძოდი!

ცდილობენ ჩემს დამცირებას, მაგრამ ვერავინ მეტყვის რისთვის ვიბრძოლო, როგორ მოვიქცე. როცა სან გონსალოში ვცხოვრობდი, სისტემა არ ზრუნავდა ჩემზე. კინაღამ გადამყლაპა.

მე გავიმარჯვე
საკუთარი თავისთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის. ამ გზაზე მხარს მიჭერდნენ ფლამენგო, მადრიდის "რეალი", ბრაზილიის ნაკრები, ასობით ჩემი პარტნიორი, ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მიყვებიან ჩემს რუტინას, ვინც ჩემით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელით აღფრთოვანებულნი არიან", - წერს ბრაზილიელი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობა!!!... ზრდილობის მხრივ მოიკოჭლებ ვინისიუს...ეს ძალიან ცუდია!!!...
კობა
16:25 19-12-2024
0
Tipma imdeni ijujgura eg jildo ro miego.ase aravis moutxovia magiareto.daimaxsovret awi ra iqneba.
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული