პაუ ლოპესი "ლანსში" გადავიდა, მაგრამ ფრანგულ გუნდში მხოლოდ 1 დღე დარჩა

AutoSharing Option
"მარსელის" საკუთრებაში მყოფი 30 წლის ესპანელი მეკარე პაუ ლოპესი კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა. გამოცდილმა კიპერმა სეზონის პირველი ნახევარი იჯარით ესპანურ "ჟირონაში" გაატარა, თუმცა სათამაშო დრო თითქმის არ მისცემია.

მეკარე მოედანზე უფრო მეტი დროის გატარების იმედით ამ ზამთარს განათხოვრებით "ლანსში" გადაბარგდა, თუმცა ტრანსფერმა მხოლოდ 1 დღეს გასტანა.

"ლანსმა" ლოპესი წარადგინა, თუმცა ბოლო მომენტში "მარსელმა" და "ჟირონამ" კიპერის იჯარის ნაადრევად შეწყვეტის თაობაზე ვერ მოილაპარაკეს და მეკარეს ესპანურ კლუბში დაბრუნება მოუწია.

შეხსენებისთვის, ლოპესს კარიერის განმავლობაში "ესპანიოლში", "ბეტისსა" და "რომაშიც" უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული