ანტონი "ბეტისში" დიდი ხნით? - ესპანური გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედს" დაელაპარაკება

AutoSharing Option
"ბეტისის" გენერალურმა დირექტორმა რაულ ალარკონმა Cadena SER-ს განუცხადა, რომ კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 24 წლის შემტევის ანტონის გამოსყიდვას გეგმავს.

ლა ლიგის ბინადარმა გუნდმა ბრაზილიელი სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა, ახლა კი "წითელ ეშმაკებთან" ფეხბურთელის გამოსყიდვის საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

"ბეტისში" გადასვლის შემდეგ ანტონიმ ჯამში 144 წუთი ითამაშა და თავი 1 გოლით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული