"ბილბაოს" ლეგენდა ზაფხულში ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს

AutoSharing Option
"ბილბაოს" ლეგენდამ ოსკარ დე მარკოსმა განაცხადა, რომ ზაფხულში ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს.

ამის შესახებ 35 წლის მარჯვენა მცველმა თანაგუნდელებს პირადად აცნობა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთად თამაშისთვის მადლობა გადაუხადა, - იტყობინება ბასკური კლუბის საიტი.

დე მარკოსი "ბილბაოში" "ალავესიდან" 2009 წელს გადავიდა და მას შემდეგ 560 მატჩში 39 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული