ლუკა მოდრიჩი "რეალში" კიდევ 1 წლით დარჩება

AutoSharing Option
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ "რეალი" გუნდის ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაუხანგლძრივებს.

ხორვატი ამა წლის სექტემბერში 40 წლის ხდება, მაგრამ ეს "სამეფო კლუბს" არ აფრთხობს და თანამშრომლობის გაგრძელებას 2026 წლის ზაფხულამდე აპირებს.

ლუკას მიზანია, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდეს. მიმდინარე სეზონში მან ჯამში 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ, რეალის ხელმძღვანელობას! მოდრიჩი ნამდვილად იმსახურებს რეალში, თუნდაც 1-ი წლით გახანგრძლივებას. ამის ფონზე, ბარსას ხელმძღვანელობამ პირიქით გააკეთა, გაუშვა გუნდის სახე და ლეგენდა, ლეო მესი! (სირცხვილი მაგათ). ისეთ ლეგენდებს, რომლებიც გულსა და სულს სდებენ გუნდისთვის, ხელის გულზე სატარებლები არიან! !
ასეა!
18:58 24-02-2025
2

სიახლეები პოპულარული