ცოლის ღალატი 13-წლიანი ქორწინების შემდეგ? - El Periodico ტერ შტეგენის მეუღლესთან განქორწინების მიზეზზე წერს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა რამდენიმე დღის წინ გვაუწყა, რომ 13-წლიანი ქორწინების შემდეგ მეუღლე დანიელას შორდება.

წყვილის განქორწინების მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა, მაგრამ El Periodico-ის ჟურნალისტის ლორენა ვასკესის ცნობით, გამოცდილ კიპერს მეუღლემ პერსონალურ ფიტნეს მწვრთნელთან (მთავარ ფოტოზე) უღალატა.

ტერ შტეგენი უკვე რამდენიმე დღეა საცხოვრებლად სასტუმროშია გადასული და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ სახლში რემონტი აქვს. მან სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

"ყველას მოგესალმებით. ბევრი ფიქრის შემდეგ მე და დანიელამ გადავწყვიტეთ, რომ ცხოვრება ცალ-ცალკე გაგვეგრძელებინა. ეს იოლი არ იყო, მაგრა, ვფიქრობთ,
რომ ეს ამ ეტაპზე საუკეთესო ნაბიჯია.

ჩვენ ვრჩებით ორიენტირებულნი, რომ მივცეთ ჩვენს შვილებს მოსიყვარულე და სტაბილური გარემო. ერთმანეთს, როგორც ყოველთვის, პატივისცემითა და მადლიერებით მოვეპყრობით.

ვითხოვთ გაგებას და პატივისცემას ჩვენი, განსაკუთრებით ჩვენი შვილების კონფიდენციალურობის მიმართ", - დაწერა ტერ შტეგენმა.

ინფორმაციისთვის, "ბარსელონას" მეკარესა და მის მეუღლეს ორი შვილი აკავშირებთ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ტრამვიანობის პერიოდში ეტყობა ვერ იყო ბარსას კიპერი სათანადო დონეზე და შემცვლელიც იპოვა
მამუკა
19:07 10-03-2025
0
რაც ამ გოგოს ჩალაღაჯი ექნება მოჭერილი გაუმაძღარია სიფათზე ეტყობა
ჟორა
17:43 10-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული