
უპირველეს ყოვლისა, დეკო თვლის, რომ ნეიმარმა უკვე გადალახა კარიერის პიკი და "ბლაუგრანას" ვერ გააძლიერებს. ასევე, კატალონიური კლუბი შიშობს, რომ ბრაზილიელმა ვარსკვლავმა შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს გუნდის გასახდელზე.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ამჟამად "სანტოსში" ასპარეზობს. მან ახლახან მორიგი ტრავმა მიიღო და მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.