
ამას გარდა, ფრანგს ყოველწლიური ხელფასისთვის გათვალისწინებული თანხაც უკვე ჩაურიცხეს. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და მისით პსჟ-მა თანხა ვერ მიიღო.
მიმდინარე სეზონში მბაპემ მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 41 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.