13:04 28-07-2017
რივალდოს შვილის მამის გზაზე - ეფექტური გოლი "ატლეტიკის" კარში [VIDEO]
AutoSharing Option
ბუქარესტის "დინამოსა" და ბილბაოს "ატლეტიკს" შორის გუშინ გამართული შეხვედრის 54-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ, 22 წლის ბრაზილიელმა შორიდან მამის საყვარელ სტილში გაისროლა და ლამაზი გოლი გაიტანა.
ბილბაოელთა კარში გოლების გატანა უცხო არც რივალდოსთვის ყოფილა. ბასკების წინააღმდეგ ჩატარებულ 12 შეხვედრაში ბრაზილიელს 6 გოლი აქვს გატანილი.
რაც შეეხება რივალდინიოს - ის ახალ სეზონს კარგ ფორმაში ხვდება. გასულ სეზონში, "დინამოს" მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში მან 2 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი, მეტოქის კარის 2-ჯერ ასაღებად მას მხოლოდ 3 თამაში დასჭირდა.
ერთი საინტერესო ფაქტიც: 2015 წლის ივლისში, "მოჟი მირიმში" მოთამაშე რივალდომ და რივალდინიომ, გოლი ერთ შეხვედრაში გაიტანეს. ეს ფეხბურთის ისტორიაში ცნობილი ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც მამა-შვილმა გოლი ერთ ოფიციალურ მატჩში გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
შეიძლება ვცდები, მაგრამ მეგრალეძეებს გატანილი უნდა ქონდეთ მამას და შვილს ერთ თამაშში საქართველოს ჩემპიონატში
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული