ისტორიული მატჩი პორტუგალიაში: ევროტურნირზე ევროპელების გარეშე

AutoSharing Option
პორტუგალიურ "ვიტორიასა" და ავსტრიულ "ზალცბურგს" შორის ევროპა ლიგაზე გუშინ გამართული შეხვედრა ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ ეს იყო ევროტურნირების ისტორიაში პირველი შეხვედრა, როდესაც რომელიმე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ევროპელი არ იყო.

"ვიტორიას" სასტარტო შემადგენლობაში 4 ბრაზილიელი, 2 კოლუმბიელი, ასევე თითო კოტ დ'ივუარელი, პერუელი, განელი, ვენესუელელი და ურუგვაელი იყო. შეცვლაზე შესული 3 ფეხბურთელიდან კი ევროპელი ერთადერთი იყო - პორტუგალიელი კიკო. მის გარდა, თამაშში კაპე ვერდელი და კიდევ ერთი ბრაზილიელი ჩაერთნენ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული