ევროპა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური: სამივე ქართველის გუნდი დამარცხდა

AutoSharing Option
2 ნოემბერს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა და სამწუხაროდ, სამივე დამარცხდა.

რუსეთის ჩემპიონატის ლიდერმა მოსკოვის "ლოკომოტივმა“ წინა ტურში ტირასპოლში "შერიფთან“ ქულა დაკარგა და სახლში რევანშის აღებას იმედოვნებდა, გახსნა კიდეც ფარფანმა ანგარიში, მაგრამ შემდეგ მათმა მეკარემ გილერმემ ტრავმა მიიღო, მისმა შემცვლელმა მედვედევმა კი ორი გოლი გაუშვა (პირველი მახვილი კუთხიდან, არგასაშვები), "რკინიგზელებმა“ თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხეს, დამარცხდნენ და ჯგუფში პირველიდან მესამე ადგილზე დაქვეითდნენ. "ლოკოს“ ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად იასპარეზა და არც ერთი გასული გოლი მისი
ბრალი არ ყოფილა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვალერიან გვილია კვლავ არ იყო ბორისოვოს "ბატეს“ განაცხადში, მისი გუნდი კი სტუმრად "კიოლნთან“ 2:5 დამარცხდა. არადა, 54-ე წუთამდე 2:1-ს იგებდა.

გურამ კაშიას "ვიტესმა“ ბელგიის "ზულტე ვარეგემს“ უმასპინძლა და დებიუტშივე გაუშვა გოლი, 22-ე წუთზე მსაჯმა სტუმრებს გაუძევა ფეხბურთელი, 52-ეზე მასპინძლებს, 67-ეზე კაშია შეცვალეს, რის შემდეგაც ბელგიელებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს ჰოლანდიური გუნდის კარი, 0:2 და არნემელები 1 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან.

ამავე ჯგუფში მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო "ლაციომ“, რომელმაც მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-2 წუთზე მაჩანდის ავტოგოლით სძლია 1:0 "ნიცას“.

ჯაბა ჯიღაურის სკოპიეს "ვარდარი სან სებასტიანში "რეალ სოსიედადს“ შეხვდა, 0:3 წააგო და უქულოდაა. ჯიღაურმა შეუცვლელად ითამაშა.

სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია "ევერტონის“ განადგურება 0:3 საფრანგეთში "ლიონთან“ და ლივერპულური გუნდის ჯგუფში ჩარჩენა.

"გიმარაეშმა“ სახლში "მარსელი“ დაამარცხა (1:0). ამ მატჩის დაწყებამდე სტუმართა გუნდის ვეტერან მცველს პატრის ევრას ერთმა ფანმა შეაგინა, ფეხბურთელმა სახეში წიხლი ჩაარტყა და მსაჯმა გააძევა.

"მილანმა“ ათენში ვერ შეძლო აეკ-თან შეხვედრაში გოლის გატანა, ფრეს დასჯერდა და მაინც ლიდერობს ჯგუფში.

ასევე უგოლო ყაიმით დაკმაყოფილება მოუწია შინ „არსენალს“ „ცრვენა ზვეზდასთან“, თუმცა პლეი-ოფში ვადამდე გავიდა.

A ჯგუფი
სლავია-ვილიარეალი 0:2
მაკაბი-ასტანა 0:1
ვილიარეალი 8, ასტანა 7, სლავია 5, მაკაბი 1

B ჯგუფი
იანგ ბოიზი-დინამო კ 0:1
პარტიზანი-შკენდერბეუ 2:0
დინამო 10, პარტიზანი 5, იანგ ბოიზი 3, შკენდერბეუ 2

C ჯგუფი
ლუდოგორეცი-ბრაგა 1:1
ბაშაქშეჰირი-ჰოფენჰაიმი 1:1
ლუდოგორეცი 8, ბრაგა 7, ჰოფენჰაიმი 4, ბაშაქშეჰირი 2

D ჯგუფი

აეკ-მილანი 0:0
რიეკა-აუსტრია 1:4
მილანი 8, აეკ 6, აუსტრია 4, რიეკა 3

E ჯგუფი
აპოლონი-ატალანტა 1:1
ლიონი-ევერტონი 3:0
ატალანტა 8, ლიონი 8, აპოლონი 3, ევერტონი 1

F ჯგუფი

ლოკომოტივი-შერიფი 1:2
კოპენჰაგენი-ზლინი 3:0
კოპენჰაგენი 6, შერიფი 6, ლიკომოტივი 5, ზლინი 2

G ჯგუფი
სტიაუა-ბეერ შევა 1:1
პლზენი-ლუგანო 4:1
სტიაუა 10, პლზენი 6, ბეერ შევა 4, ლუგანო 3

H ჯგუფი
არსენალი-ცრვენა ზვეზდა 0:0
კიოლნი-ბატე 5:0
არსენალი 10, ცრვენა ზვეზდა 5, ბატე 4, კიოლნი 3

I ჯგუფი
ზალცბურგი-კონია 0:0
გიმარაეში-მარსელი 1:0
ზალცბურგი 8, მარსელი 6, გიმარაეში 4, კონია 4

J ჯგუფი

ჰერტა-ზორია 2:0
ბილბაო-ოსტერსუნდსი 1:0
ოსტერსუნდსი 7, ზორია 6, ბილბაო 5, ჰერტა 4

K ჯგუფი
ლაციო-ნიცა 1:0
ვიტესი-ვარეგემი 0:2
ლაციო 12, ნიცა 6, ვარეგემი 4, ვიტესი 1

L ჯგუფი
რუსენბორგი-ზენიტი 1:1
სოსიედადი-ვარდარი 3:0
ზენიტი 10, სოსიედადი 9, რუსენბორგი 4, ვარდარი
მკითხველის კომენტარები / 4 /
ესენი ისედაც დასტრესილები არიან და ქართველ ხალხს ნუ დააბრალებთ. ერთი რომელ თამაშში დადეს ნორმალური შედეგი, ყველა ჯგუფში ბოლოსწინა ადგილს ვერ ვცდებით. ფეხბურთით ვერ გაითქვეს თავი და ეხლა ასეთი იაფფასიანი ქმედებებით ცდილობენ,თავის დამკვიდრებას. მაგათმა უმჯობესი იქნება ფეხბურთზე იფიქრონ.უბრალოთ მრცხვენია და გული მწყდება მათ მიერ დადებული შედეგების გამო. მემგონი დამეთანხმებით, სიახლეს არაფერს არ ვამბობ. ძალადობის მოწინააღდეგე რასაკვირველია მეც ვარ და ჰომოსექსუალებმაც იცხოვრონ თავისთვის არ მაქვს პრობლემა, არავის არ ვერჩი, მაგრამ ნუ ეწევიან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას.
ertad1
11:51 03-11-2017
1
Kარგიხარ
vaxtangi
11:38 03-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული