"მართალი გითხრათ ვნერვიულობ, როდესაც "ლაიპციგის" თამაშს ვუყურებ. მხიარული გუნდია, ტექნიკური, სწრაფად თამაშობს. სასიამოვნო საცქერია. მის ნახევარმცველებს გამოვარჩევდი. ამ გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ გამაკვირვა.
ეს ტურნირი ჩვენთვის წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ უფრო სხვა რამეზე ვართ კონცენტრირებულნი. ეს ცხადია. სანამ ევროპაში გავხდებით საუკეთესოები, ეს იტალიაში უნდა მოვახერხოთ. ბევრი გულშემატკივარი გვყავს. თუმცა, ახლა მხოლოდ ამ შეხვედრაზე ვფიქრობთ".