ბილბაოს მერი: რუსებო, თქვენი დანახვა არ გვინდა!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩზე ბილბაოში "ატლეტიკთან" საქომაგოდ "სპარტაკის" 2 500 ფანი ჩავიდა, რომელთა ადგილობრივ გულშემატკივრებთან ჩხუბის დროს 50 წლის პოლიციელი ინოსენსიო არიასა გარსია გარდაიცვალა.

ამასთან დაკავშირებით ბილბაოს მერმა ხუან მარი აბურტომ და ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა შემდეგი განაცხადეს:

"რუსებო, არ დაბრუნდეთ ბილბაოში! ჩვენ თქვენი დანახვა არ გვინდა! არანაირი ტოლერანტობა. ვინც ეს გააკეთა, პასუხს აგებს", - დაწერა აბურტომ "ტვიტერზე".

"ეს სიგიჟეა, ძალიან სერიოზული: ულტრასების ძალმომრეობის წინააღმდეგ ძლიერები უნდა ვიყოთ.
არ უნდა დავნებდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ ამის სამუდამოდ ამოსაძირკვად. რუსები არ უნდა ჩამოსულიყვნენ ბილბაოში, სახლში უნდა დარჩენილიყვნენ. მათი აქ ჩამოსვლა კარგს არაფერს არ მოასწავებდა. ყველაზე უარესი მოხდა - ადამიანი გარდაიცვალა", - უთხრა ტებასმა AS-ს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
სადაც რუსეთია იქ ყოველთვის ყარს, მაგრამ ზოგ ქაქ ქართველს ისევ "ერთმორწმუნე" ჰგონია
ოეეე
09:34 23-02-2018
22
დროა ყველამ გაიგოს მსოფლიოში, რა ნაგავთან გვაქვს საქმე რუსეთის სახით, დაგვიანებულიც კია.. და ყველაზე მეტად ის ტეხავს, ზოგიერთი ე.წ. ქართველის თავში რომ არ შედის ეს.
valderrama
11:05 23-02-2018
7

სიახლეები პოპულარული