ევროპა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩებიდან "არსენალის" მიერ ლონდონში ცსკა-ს განადგურებაა (4:1) გამოსარჩევი. "სპარტაკისა" და "ლოკომოტივის" გაბითურების შემდეგ, რუსებს იმედად არმიული გუნდიღა ჰყავდათ დარჩენილი, მაგრამ ვერც მათ ვერ ივარგეს.
"მეთოფეებმა" ევროტურნირებზე 14 წლის შემდეგ პირველად გაიტანეს პირველ ტაიმში 4 გოლი და ერთობ აამეს თავიანთ დამრიგებელს არსენ ვენგერს, რომელსაც კონტინენტის ტურნირის მოგების პირველი შესაძლებლობა აქვს.
ორ-ორჯერ მოსკოველთა მეკარე აკინფეევი რამსიმ და ლაკაზეტმა დაამწუხრეს (ამ უკანასკნელმა ერთხელ პენალტით), ხოლო ერთი საპასუხო გოლი საჯარიმოდან გოლოვინმა გაიტანა.
"ატლეტიკომ" მადრიდში 2:0 სძლია ლისაბონის "სპორტინგს". აღსანიშნავია, რომ როხიბლანკომ ევროტურნირებზე თავისი ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - კოკემ 22-ე წამზე. ყველა ტურნირზე ყველაზე სწრაფი გოლი ამ გუნდიდან 2013/2014 წლების სეზონში ლა ლიგაზე ოლივერ ტორესმა "ბეტისს" მე-15 წამზე გაუტანა. პორტუგალიელთა კარში მეორე გოლის ავტორი გრიზმანია.
"ლაციომ" რომში დაძაბულ შეხვედრაში 4:2 მოუგო "ზალცბურგს" და ავსტრიული გუნდის 35-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა (ბოლოს შარშან 27 აგვისტოს "შტურმთან" 0:1 დამარცხდა).
"ლაიპციგმა" კი სახლში" 1:0 სძლია "მარსელს". აღმოსავლეთგერმანულმა გუნდმა ევროტურნირებზე პირველად არ გაუშვა გოლი.
ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩები
არსენალი-ცსკა 4:1
ატლეტიკო-სპორტინგი 2:0
ლაციო-ზალცბურგი 4:2
ლაიპციგი-მარსელი 1:0
საპასუხო მატჩები 12 აპრილს გაიმართება.
00:59 06-04-2018
ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: "მეთოფეებმა" რუსული არმია გადათელეს [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
შეეშვი, ეტყობა გულზე მოხვდა ცსკას 4-1 წაგება
0
0
შეეშვი, ეტყობა გულზე მოხვდა ცსკას 4-1 წაგება
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული