ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და თასი მოძებნეს.
როგორც იუწყებიან, თასი ქალაქში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ ავტომობილიდან მოიპარეს.
უეფა ამტკიცებს, რომ ტროფეის ორიგინალი მათ შტაბ-ბინაში ინახება, გამარჯვებულებს კი მისი ზუსტი ასლი გადაეცემათ, თუმცა "გარდიანი" ირწმუნება, რომ მექსიკაში სწორედ ორიგინალი მოიპარეს.
ევროპა ლიგის ფინალი 16 მაისს ლიონში ჩატარდება.