მეტად დაძაბული გამოდგა ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩები. "ატლეტიკომ" ლონდონში "არსენალთან" ფრეს (1:1) მიაღწია, ხოლო "მარსელმა" "ველოდრომზე" 2:0 მოუგო "ზალცბურგს".
ლონდონში "არსენალისა" და "ატლეტიკოს" მატჩის მე-10 წუთზე ფრანგმა მსაჯმა კლემან ტიურპენმა უკვე მე-10 წუთზე უჩვენა მეორე ყვითელი ბარათი როხიბლანკოს მცველს შიმე ვრსალკოს და გააძევა. ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვა მადრიდული გუნდის მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ და მე-13 წუთზე მასაც წითელი ბარათი უჩვენა.
61-ე წუთზე ალეკსანდერ ლაკაზეტმა გაიტანა გოლი (მან ბოლო 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა), მაგრამ "ატლეტიკო" არ გატყდა და მისმა ყოჩაღმა ბომბარდირმა ანტუან გრიზმანმა 82-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
"მეთოფეთა" დამრიგებელს არსენ ვენგერს არც ერთი ცვლილება არ განუხორციელებია, მისმა შეგირდებმა 24 მომენტი შექმნეს და ყველა ფეხბურთელს ჰქონდა იან ობლაკის კარის დალაშქვრის შესაძლებლობა.
"ატლეტიკომ" ევროტურნირების პლეი-ოფებში სტუმრად მიღწეული 14 ფრის შემდეგ 12-ჯერ მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა.
არსენალი-ატლეტიკო 1:1
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (61), 1:1 გრიზმანი (82)
არსენალი (4-3-2-1): ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - რემზი, ჯაკა, უილშირი - უელბეკი, იოზილი - ლაკაზეტი.
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, ხიმენესი, გოდინი, ლუკასი - კორეა (75. სავიჩი), საულ ნიგესი, თომასი, კოკე - გამეირო (65. გაბი), გრიზმანი (85. ფერნანდო ტორესი).
გაძევება: ვრსალიკო (10. ატლეტიკო)
"მარსელის" თავკაცმა რუდი გარსიამ თავის ფეხბურთელებს "ზალცბურგთან" თამაშის დაწყებამდე სახალხოდ მიმართა და უთხრა, რომ არ "შერცხვენოდათ" გოლების გატანის და კარი მშრალად შეენახათ. ასეც მოხდა.
ანგარიში მე-15 წუთზე ნახევარმცველმა ფლორიან ტოვენმა გახსნა, რომელმაც ამ სეზონში ყველა ტურნირზე 22 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. 63-ე წუთზე კლინტონ ნ'ჟიმ მეორედ დაამწუხრა ავსტრიელები. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე პასი დმიტრი პაიემ გააკეთა.
მარსელი-ზალცბურგი 2:0
გოლები: 1:0 ტოვენი (15), 2:0 ნ"ჟი (63)
მარსელი (4-2-3-1): პელე - სარი, რამი, ლუის გუსტავო, ამავი - ლოპესი (60. ნ"ჟი), სანსონი - ოკამპოსი (52. ზამბო), ტოვენი (81. ჟერმენი), პაიე - მიტროღლუ.
ზალცბურგი (4-4-2): ვალკე - ლაინერი, რამალიო, კალეტა, ულმერი - ჰაიდარა (81. იაბო), სამასეკუ, ვოლფი (68. შლეგერი), ბერიშა - ჰვანგი (60. გულბრანდსენი), დაბური.
00:58 27-04-2018
ევროპა ლიგა. 1/2 ფინალი. I მატჩები: 80 წუთის განმავლობაში კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" "არსენალს" ფრე გაუგორა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული