მუნდიალზე მოთამაშე ფეხბურთელით - რას წარმოადგენს "დინამოს" მეტოქე

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მესამეადგილოსანი "დუნაისკა სტრედა" ერგო. პირველი მატჩი სლოვაკეთში 12 ივლისს შედგება, საპასუხო შეხვედრას "დინამო არენა" 19 ივლისს უმასპინძლებს.

"დუნაისკა სტრედა" სლოვაკეთის ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდია. 2017-18 წლების სეზონში ფორტუნა ლიგაში რეგულარულ სეზონშიც და ჩემპიონთა რაუნდშიც მესამე ადგილი მოიპოვა.

კლუბი 1904 წელს დაარსდა და 114-წლიანი ისტორია აქვს. თუმცა კლუბის ისტორია ნაკლებად წარმატებულია. ბოლოს "დუნაისკა" სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში საპრიზო ადგილზე 1995 წელს გავიდა - მესამე ადგილი.

გუნდი ამ ეტაპზე მწვრთნელის გარეშე იმყოფება, რადგან იტალიელი მარკო როსი უნგრეთის ნაკრების
მთავარი მწვრთნელი გახდა.

სად თამაშობს "დუნაისკა სტრედა"?
ამავე სახელწოდების ქალაქ დუნაისკა სტრედაში 22 000 ადამიანი ცხოვრობს. კლუბი "მოლ არენაზე" თამაშობს, სადაც 10 000-მდე ადამიანი ეტევა. სტადიონს აქვს უეფას ლიცენზია.

Sportall.Ge

რას წარმოადგენს დღევანდელი "დუნაისკა სტრედა"?
კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" დღევანდელი მდგომარეობით 5.48 მილიონია. რაც შეეხება "დინამოს", მისი ფასი 5.15 მილიონი ევროა. გუნდში 15 ლეგიონერია, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის დიდ ნაწილს იკავებენ.

გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველი ზსოლტ კამარია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ის "ლაიპციგიდან" არის იჯარით და "ტრანსფერმარკეტის" ინფორმაციით, 30 ივნისს უნდა დატოვოს კლუბი.

კლუბის ბომბარდირი წინა სეზონში 10 გოლით სლოვაკი ერიკ პაცინდა იყო, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

"დუნაისკა სტრედას" კარგი დაცვა ჰყავს. მაგალითად, პანამელი ერიკ დავისი ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება და ბელგიასთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო. აგრეთვე, მასთან ერთად დაცვის ჯაჭვს სლოვაკი, სერბი და ხორვატი ფეხბურთელები კრავენ.

სლოვაკური გუნდის კარის დარაჯი ჩეხი პატრიკ მაცეია, რომელიც მეტ-ნაკლებად სტაბილურად თამაშობს. ის წინა სეზონის მიხედვით, საშუალოდ შეხვედრაში ერთ გოლს უშვებდა, რაც არცთუ ისე კარგი შედეგია.

ნახევარდაცვასა და შეტევაში "დუნაისკას" ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სანაკრებო გამოცდილებაც აქვთ. მაგალითად: თომას ჰუკი - სლოვაკეთის ნაკრები, სიმონ პამბუ - კონგოს ნაკრები და ა.შ.

საერთო ჯამში, მეტოქე არ წარმოადგენს დაუძლეველ ბარიერს, თუმცა დღევანდელ "დინამოს" მათ წინააღმდეგ გაძლიერება აუცილებლად მართებს, თორემ შედეგი მთლად დამაკმაყოფილებელი შეიძლება ვერ იყოს.

altკახა კაჭარავა "დუნაისკა სტრედაზე": ვერ ვიტყვი, რომ ძლიერი მეტოქეა


მკითხველის კომენტარები / 3 /
ხომ იცით რომ შევრცხვებით. გაზაფხული შემოდგომა იმიტომ შემოიღეს, რომ გუნდები ფორმაში იქნებიანო და ამათ ჯერ გუნდი არ ყავთ.
samcuxaroa
15:27 26-06-2018
0
ეს მე არ ვარ ბოროტი რას ნიშნავს?
ბაჩო გ
11:21 22-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული