"ტობოლი" ქართველების იმედზე - რას წარმოადგენს "სამტრედიის" მეტოქე

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედია" ყაზახეთის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსან "ტობოლს" დაუპირისპირდება. ამ კლუბმა ევროთასებზე "ორდაბასი" ჩაანაცვლა. ყაზახურ კლუბს 12 ივლისს საქართველოში დავხვდებით და 19 ივლისს ყაზახეთში ვესტუმრებით.

altჯაბა ჯიღაურის მაგივრად ევროპა ლიგაზე ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა იასპარეზებენ


ახალი ამბავი არ არის, რომ ამ კლუბში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი თამაშობენ. ეს კი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მეტოქეზე, რომელსაც საკმაოდ მაღალი სახელფასო ფონდი აქვს.

კლუბი 1967 წელს დაარსდა და ჩემპიონობა ერთადერთხელ, 2010 წელს მოიპოვა. ბოლოს კლუბმა ევროთასებზე 2011/12
წლების სეზონში იასპარეზა და შეჯიბრს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.

ყაზახეთში, როგორც ჩვენთან, საფეხბურთო სეზონი მიმდინარეობს და 14 ტურის შემდეგ გუნდი მესამე პოზიციაზეა.

სად თამაშობს "ტობოლი"?
რაც შეეხება "ტობოლს", ის ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კოსტანაის გუნდია, სადაც 231 906 ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის უმეტესობა რუსია. კლუბი 1967 წელს დაარსდა და უეფას რეიტინგში 313-ე ადგილზეა. ქალაქის ცენტრალური სტადიონი 9 500 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

რას წარმოადგენს დღევანდელი "ტობოლი"?
კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 9.65 მილიონი ევროა, როცა "სამტრედიის" ღირებულება 2.83 მილიონია (წასული ფეხბურთელების ჩათვლით, მონაცემები არ განახლებულა). ყაზახურ გუნდში 8 ლეგიონერი თამაშობს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ყაზახი ვლადიმირ ნიკიტენკოა, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ყაზახურ გუნდს წვრთნიდა.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები ქართველები არიან: ჯაბა კანკავა მილიონ ევროდ არის შეფასებული, ხოლო ნიკა კვეკვესკირი - 750 000 ევროდ.

მიმდინარე სეზონში კლუბის ბომბარდირები თავდამსხმელები სამი გოლით: ნუსერბაიევი, ტურისბეკი და შინდერი არიან.

კლუბის მეკარე უკრაინელი დმიტრი ნეპოგოდოვია, რომელმაც 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და რვა გოლი გაუშვა.

საერთო ჯამში, მეტოქე ძლიერია, მაგრამ დაუძლეველ ბარიერს არ წარმოადგენს. თუმცა "სამტრედიის" მდგომარეობა ნაკლებად საიმედოა, რის გამოც დღევანდელი შემადგენლობით უშანსოდ გამოიყურება. მაგრამ იმერული კლუბი გაძლიერებას ცდილობს და ვნახოთ, რა გამოვა.

alt"სამტრედია" ძლიერდება? - Sportall.ge-მ 5 ფეხბურთელის ვინაობა გაარკვია

alt"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...

alt"სამტრედიის" მწვრთნელი "ტობოლზე": პირდაპირ ვიტყვი, რომ შევაკვდებით!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული