სანდრო კობახიძე: ლონდონში "არსენალთან" ღირსეულად უნდა ვითამაშოთ

AutoSharing Option
ლონდონში, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში "არსენალთან" მატჩის წინ კომენტარი "ვორსკლას" ნახევრმცველმა სანდრო კობახიძემ გააკეთა.

"პირველ რიგში ბრძოლა არ უნდა წავაგოთ. მოედანზე კარგი განწყობით უნდა გავიდეთ. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება თამაში, თვით "არსენალთანაც" კი.

დიახ, ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ღირსეულად უნდა ვიასპარეზოთ", - განუცხადა კობახიძემ კლუბის საიტს.

"არსენალისა" და "ვორსკლას" მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altსანდრო კობახიძე: "არსენალთან" ლონდონში თამაში ჩემთვის დიდი ზეიმია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული