დღეს, 20 სექტემბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება და 7 ქართველი ფეხბურთელის გუნდი ითამაშებს.
D ჯგუფი - ტრნავის "სპარტაკი", "ანდერლეხტი", ზაგრების "დინამო" და "ფენერბახჩე"
თბილისის დროით 23:00 საათზე, ქართველების ტრნავის "სპარტაკი" "ანდერლეხტს" უმასპინძლებს.
სლოვაკური კლუბის ღირსებას ორი ქართველი იცავს, ვახტანგ ჭანტურიშვილი და დავით სხირტლაძე. ვახტანგ ჭანტურიშვილი, დიდი ალბათობით, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც იცით, მას ტრავმა აწუხებდა. რაც შეეხება დავით სხირტლაძეს, ის წინა შეხვედრაში "ჟილინასთან" ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. თუ რამდენად კმაყოფილი დარჩა სლოვაკთა
მწვრთნელი ქართველით, მაგაზე იქნება დამოკიდებული სხრიტლაძის თამაში.
E ჯგუფი - "ვორსკლა", "არსენალი", "სპორტინგი" და "ყარაბაღი".
თბილისის დროით 23:00 საათზე, ქართველების პოლტავის "ვორსკლა" ემირატესის სტადიონზე "არსენალს" დაუპირისპირდება.
უკრაინული კლუბის ღირსებას ორი ქართველი იცავს, ალექსანდრე კობახიძე და ანდრო გიორგაძე. ალექსანდრე კობახიძე გუნდის შეუცვლელი წევრია და დიდი ალბათობით, პირველივე წუთებიდან ჩაერთვება შეხვედრაში. რაც შეეხება ანდრო გიორგაძეს, ის სათადარიგო ფეხბურთელად მოიაზრება, თუმცა "ემირატსზე" "არსენალთან" დაპირისპირება მკაცრ დაცვას მოითხოვს და თუ "ვორსკლას" მწვრთნელი 5-მცველიანი ტაქტიკით ითამაშებს, წესით, მეორე ქართველიც ძირითადში უნდა იყოს.
F ჯგუფი - "დუდელანჟი", "მილანი", "ბეტისი" და "ოლიმპიაკოსი".
თბილისის დროით 23:00 საათზე, ლევან ყენიას "დუდელანჟი" "მილანს" დაუპირისპირდება.
ლუქსემბურგულ კლუბს დღეს მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის, თუმცა, ალბათ, ამ მატჩში ქართველ ფეხბურთელს ვერ ვიხილავთ. სამწუხაროდ, ის ბოლო პერიოდი გუნდის განაცხადში ვერ ხვდებოდა, თუმცა არის იმის შანსიც, რომ სათადარიგო იყოს. ყველაფერი მის სათამაშო ფორმაზეა დამოკიდებული.
G ჯგუფი - მოსკოვის "სპარტაკი", ვენის "რაპიდი", "ვილეარეალი" და "რეინჯერსი".
თბილისის დროით 20:55 საათზე, ჯანო ანანიძის "სპარტაკი" "რაპიდს" გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება.
მოსკოველთა შემადგენლობაში არ იქნება ჯანო ანანიძე, რომელიც დაბრუნდა და ახლა ფორმის აღდგენას ცდილობს. სავარაუდოდ, ის მომავალ მატჩებში გამოჩნდება გუნდის განაცხადში.
J ჯგუფი - "კრასნოდარი" , "სევილია", "სენტ ლიეგე", "ახლისარ გენჩლიკ სპორი".
თბილისის დროით 20:55 საათზე, თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" თურქულ "ახლისარ გენჩლიკ სპორს" სტუმრობს.
"ანჟისთან" შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილი სათადარიგო შემადგენლობაში გამოჩნდა. დიდი ალბათობით, თორნიკე დღესაც სკამზე იქნება და არ გამოვრიცხოთ, მეორე ტაიმში ვიხილოთ.
ჯანო ანანიძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სათამაშოდ მზად არის
ლეგიონის უქმეები: ქართველების 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა [VIDEO]