ევროპა ლიგა. I ტური: ანანიძის და ოქრიაშვილის გარეშე - "სპარტაკმა" წააგო, "კრასნოდარმა" კი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი ტურის პირველი 12 შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა.

"სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ტრავმის მორჩენის შემდეგ მხოლოდ ახლა დაიწყო გუნდთან ერთად ვარჯიში და "რაპიდთან" ვენაში ჩატარებული მატჩის განაცხადში არ ყოფილა. მისი გუნდი კი 0:2 დამარცხდა.

ასევე არ ყოფილა "კრასნოდარის" განაცხადში ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი. ის ტრამვის შემდეგ ჯერ დუბლებში თამაშობს. ყუბანელებმა თურქეთში 1:0 სძლიეს "ახისასპორს".

აღსანიშნავია "ჩელსის" გამარჯვება სალონიკში პაოკ-თან. ბერძნული გუნდის კარი ბრაზილიელმა ვილიანმა დალაშქრა, რომელმაც ევროტურნირების 15 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

როდესაც "ველოდრომზე"
"მარსელსა" და "აინტრახტს" შორის ანგარიში 1:1 იყო, მსაჯმა 59-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველი ვილემსი გააძევა და ფრანკფურტელთა სასახელოდ უნდა ითქვას, მათ ანგარიშის შენარჩუნებაზე კი არ ითამაშეს, არამედ იქით შეუტიეს და გაიმარჯვეს.

"ასტანამ" 90+5-ე წუთზე გაუთანაბრა კიევში ანგარიში "დინამოს" და ქულა მოიპოვა - 2:2. გოლი ყაზახეთის ნაკრების თავდამსხმელმა მურტაზაევმა გაიტანა.

G ჯგუფი
რაპიდი - სპარტაკი 2:0
გოლები: 1:0 ტიმოფეევი (50, საკ. კარში), 2:0 მურგი (70)

ვილიარეალი - რეინჯერსი 2:2

გოლები: 1:0 ბაკა (1), 1:1 არფელდი (67), 2:1 მორენო (69), 2:2 ლაფერტი (76)

H ჯგუფი
ლაციო - აპოლონი 2:1
გოლები: 1:0 ლუის ალბერტო (14), 2:0 იმობილე (84, პენ), 2:1 სელაია (88)

მარსელი - აინტრახტი 1:2

გოლები: 1:0 ოკამპოსი (3), 1:1 ტორო (52), 1:2 იოვიჩი (89)
გაძევება: ვილემსი (აინტრახტი 59)

I ჯგუფი
ბეშიქთაში - სარპსპორგი 3:1
გოლები: 1:0 ბაბელი (51), 2:0 როკო (69), 3:0 ლენსი (83), 3:1 ზჰარიასენი (90)

გენკი - მალმიო 2:0

გოლები: 1:0 ტროსარდი (37), 2:0 სამატა (71)

J ჯგუფი
ახისასპორი - კრასნოდარი 0:1
გოლები: 0:1 კლასონი (26)

სევილია - სტანდარდი 5:1
გოლები: 1:0 ბანეგა (8), 1:1 დიენეპო (38), 2:1 ვასკესი (41), 3:1 ბენ იედერი (49), 4:1 ბენ იედერი (70), ბანეგა (74, პენ)


K ჯგუფი
დინამო (კ) - ასტანა 2:2
გოლები: 1:0 ციგანკოვი (11), 1:1 ანიჩიჩი (21), 2:1 გარმაში (45+2), 2:2 მურტაზაევი (90+5)

რენი - იაბლონეცი 2:1
გოლები: 1:0 სარი (31), 1:1 ტრავნიკი 54), 2:1 ბენ არფა (90, პენ)

L ჯგუფი
პაოკი - ჩელსი 0:1
გოლები: 0:1 ვილიანი (7)

ვიდეოტონი - ბატე 0:2
გოლები: 0:1 ტოუმინენი (7), 0:2 ფილიპენკო (85)

altევროპა ლიგა. I ტური: ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ კობახიძემ და ჭანტურიშვილმა ითამაშეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
არავის აღარ ჭირდება ოქრიაშვილის და ანანიძის ტიპის ფეხბურთელები.

ნუგზარი!!
გიორგი
16:14 21-09-2018
0

სიახლეები პოპულარული