10:45 16-03-2025
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიომ" "ნიუ ორლეან პელიკანსი" დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 11:54 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე დევინ ვასელი გახდა, ტეხასელთა ფორვარდმა 35:26 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.
"პელიკანსიდან" სიჯეი მაკალუმმა საკუთარ გუნდს 33:21 წუთში 26 ქულა, 7 მოხსნა და 9 ასისტი შესძინა.
ამრიგად, ვიქტორ ვემბანიამასა და დ'ეარონ ფოქსის გარეშე დარჩენილი "სან ანტონიო" 28 მოგებითა და 38 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, "სპურსი" მორიგ შეხვედრას 18 მარტს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


სიახლეები
პოპულარული


