ანჩელოტი - "ლივერპულთან" მატჩზე: ტორტი უკვე მოვამზადეთ, მორთვაღა აკლია

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში "ლივერპულთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"თუ ტაქტიკაზე ვისაუბრებთ, არ ვიცი მეტოქე რას მოიმოქმედებს, მაგრამ ვიცი, რომ შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. პირველმა შეხვედრამ თვითდაჯერება შეგვმატა. ვერ გეტყვით, მოვახერხებთ თუ არა შედეგის განმეორებას. ისე, ძალიან გვინდა.

ვიცით, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ. ჯგუფური ეტაპი კარგად ჩავატარეთ. ბოლო ნაბიჯის გადადგმა დაგვრჩა.

ჩვენს გუნდს სტადიონზე 3 000 და მთელს მსოფლიოში მილიონი გულშემატკივარი დაუჭერს მხარს. მათთვის ვიბრძოლებთ.

უპირატესობა ჩვენს მხარესაა, ფრე და მინიმალური ანგარიშით წაგება გვაწყობს (0:1-ის გარდა).
ტორტი უკვე მოვამზადეთ, მორთვაღა აკლია. ეს გახსნილი თამაში იქნება. პსჟ-ს ბელგრადში თამაშს თვალს არ მივადევნებ, მხოლოდ ჩვენს მატჩზე ვფიქრობ", - განუცხადა ანჩელოტიმ "გაზეტა დელო სპორტს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
Unda movigot. lverpooli sauketrso Gundia
Mane
03:23 11-12-2018
3

სიახლეები პოპულარული