ევროპა ლიგა. ბოლო ტური: ქართველების გუნდები გათამაშებას გამოეთიშნენ, "მილანიც" [VIDEO]

AutoSharing Option
13 დეკემბერს, ევროპა ლიგაზე ბოლო ტურის დარჩენილი მატჩებიც ჩატარდა და შემდეგი ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა.

ტრნავაში ქართველების "სპარტაკმა" 1:0 დაამარცხა "ფენერბახჩე", მაგრამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და გათამაშებას გამოეთიშა. ვახტანგ ჭანტურიშვილმა და დავით სხიტრლაძემ შეუცვლელად ითამაშეს.


"დუდელანჟმა" საკუთარ მოედანზე ფრე გაუგორა "ბეტისს" (0:0), პირველი ქულა მოიპოვა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ლევან ყენია ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.

"ვორსკლა" ლისაბონში 0:3 განადგურდა "სპორტინგთან" და 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე
გავიდა. პოლტავური გუნდის  ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ტრავმირებულია, ხოლო მცველი ანდრო გიორგაძე განაცხადში არ იყო.


"ლუდოგორეცი", რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოს" სძლია, სახლში "ციურიხს" დაუზავდა (1:1) და 4 ქულით ჯგუფში უკანასკნელ ადგილზე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ "მილანი" "ოლიმპიაკოსთან" დამარცხდა (1:3) და ჯგუფში ჩარჩა.


A ჯგუფი
ლარნაკა-ლევერკუზენი 1:5
გოლები: 1:0 კატალა (26), 1:1 კორი (28), 1:2 ალარიო (41), 1:3 კორი (68), 1:4 პაულინიო (78), 1:5 ალარიო (86)

ლუდოგორეცი-ციურიხი 1:1
გოლები: 0:1 ოდეი (21), 1:1 სვერჩოკი (45)

B ჯგუფი
სელტიკი-ზალცბურგი 1:2
გოლები: 0:1 დაბური (67), 0:2 გულბრადსენი (77), ნტჩამი (90)
გამოუყენებელი პენალტი: ნტჩამი (90)

ლაიპციგი-რუსენბორგი1:1
გოლები: 1:0 კუნა (47), 1:1 რეგნიუსენი (86)


C ჯგუფი
კოპენჰაგენი-ბორდო 0:1
გოლი: 0:1 ბრიანდი (74)

სლავია-ზენიტი 2:0
გოლები: 1:0 ზმრჰალი (32), 2:0 სტოჰი (41)

D ჯგუფი
დინამო ზ-ანდერლეხტი 0:0

ტრნავა-ფენერბაჰჩე 1:0
გოლი: 1:0 ილმაზი (41)

E ჯგუფი
სპორტინგი-ვორსკლა 3:0
გოლები: 1:0 მონტერო (17), 2:0 ლუისი (35), 3:0 დალკუ (44, საკ. კარში)

არსენალი-ყარაბაღი1:0
გოლი: 1:0 ლაკაზეტი (16)


F ჯგუფი
ოლიმპიაკოსი-მილანი 3:1
გოლები: 1:0 გისე (60), 2:0 საპატა (70, საკ. კარში), 2:1 საპატა (72), 3:1 ფოტუნისი (81)

დუდელანჟი-ბეტისი 0:0

altევროპა ლიგა. ბოლო ტური: "სპარტაკი" გავარდა - ანანიძე მხოლოდ 16 წუთი ათამაშეს

altანანიძეს "ვილიარეალის" ფეხბურთელმა კინაღამ ფეხი მოსტეხა და ჯიქია გამოექომაგა [VIDEO]

altევროპა ლიგის პლეი-ოფის ყველა მონაწილე ცნობილია - 1/16-ფინალში 2 ქართველი ლეგიონერი იასპარეზებს

altევროტურნირებზე წიტაიშვილის დებიუტი შედგა - ის უკრაინული თუ ქართული ფეხბურთის იმედია?


მკითხველის კომენტარები / 1 /
ოქრიაშვილი რატომ არ თამაშობს? რესტორნის კაცია ეგ. დამიჯერეთ!
გაგი
08:31 14-12-2018
2

სიახლეები პოპულარული