ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: რამდენი ქართველი შემორჩება ევროტურნირს?

AutoSharing Option
21 თებერვალს ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრები გაიმართება.

ევროტურნირს სულ ორი ქართველი ფეხბურთელი შემორჩა და დიდი ალბათობით, მათი რაოდენობა დღევანდელი მატჩების შემდეგ შემცირდება.

საქართველოს ნაკრების წევრის, დავით ხოჭოლავას "შახტარი" ფრანკფურტს ეწვევა და "აინტრახტს" შეხვდება. დიდი ალბათობით, წინა მატჩის მსგავსად, ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ ქართველ მცველს, რადგან ივან ორდეცი დიდი ხანია ტრავმირებულია და მიმდინარე სეზონში ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია.

რაც შეეხება პირველ მატჩში ხოჭოლავას მეწყვილე სერგეი კრივცოვს, მას მიმდინარე წელს ევროტურნირებზე 3 ყვითელი ბარათი (2 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 ევროპა ლიგაზე)
დაუგროვდა და დისკვალიფიცირებულია.

გუნდების პირველი შეხვედრა ხარკოვში გაიმართა და "აინტრახტმა" შედეგიან ფრეს მიაღწია (2:2), სტუმრად გატანილი ორი გოლი კი გერმანელებს საპასუხო მატჩის წინ მნიშვნელოვან ფორას აძლევს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ "შახტარმა" თითქმის მთელი მატჩი 10 კაცით ჩაატარა, რადგან დონეცკელთა ნახევარმცველმა ტარას სტეპანენკომ 11 წუთში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამ დროს ანგარიში 1:1 იყო, კაცნაკლულებმა ერთი გოლი კიდევ გაუშვეს, თუმცა საბოლოოდ მატჩის ფრედ დასრულება მაინც მოახერხეს.

მეორე ქართველი, რომელსაც, სავარაუდოდ, კვლავ ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ, "ციურიხის" 19 წლის მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძეა.

მისი გუნდი ნეაპოლში "ნაპოლის" დაუპირისპირდება, რომელთანაც საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის მიზერული შანსიც აღარ დარჩა.

პირველ მატჩში ლევან ხარაბაძემ შეუცვლელად ითამაშა. მარცხენა ფლანგი ებარა და შეტევაშიც ხშირად ერთვებოდა, თუმცა "ნაპოლი" მეტოქეს კლასით რამდენჯერმე აღემატება და ეს გასულმა შეხვედრამაც აჩვენა.

იმედია, ახალგაზრდა ქართველს დღესაც ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ და ის თავის გამოჩენას მოახერხებს.

საინტერესო თამაში გველოდება ლონდონში, სადაც "არსენალი" "ემირეიტ სტედიუმზე" ბელორუსულ "ბატეს" მიიღებს, რომელთანაც 1 კვირის წინ მოულოდნელად დამარცხდა (1:0).

ლონდონელები რევანშის აღებას ეცდებიან და დიდი ალბათობით, "ბატეს" თავიდანვე დიდი ძალით შეუტევენ. მრავალი წლის შემდეგ "ემირეიტსზე" ბრუნდება ალექსანდრ გლები, რომელიც სამი წლის განმავლობაში "არსენალის" ფეხბურთელი იყო.

"მეთოფეების" რიგებში ვერ ვიხილავთ ფრანგ თავდამსხმელ ალექსანდრ ლაკაზეტის, რომელმაც ბორისოვში გამართულ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო.

დღეს სევილიაში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გველოდება: "ბეტისი" საკუთარ მოედანზე "რენს" მიიღებს, რომელთანაც უხვგოლიანი პირველი მატჩი გამოუვიდა და შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები
20 თებერვალი
სევილია - ლაციო 2:0

21 თებერვალი
ნაპოლი - ციურიხი 21:55
აინტრახტი - შახტარი 21:55
ზენიტი - ფენერბაჰჩე 21:55
არსენალი - ბატე 21:55
ვალენსია - სელტიკი 21:55
ზალცბურგი - ბრიუგე 21:55
დინამო (ზ) - პლზენი 21:55
ვილიარელი - სპორტინგი 21:55
ბენფიკა - გალათასარაი 23:59
ლევერკუზენი - კრასნოდარი 23:59
დინამო (კ) - ოლიმპიაკოსი 23:59
ინტერი - რაპიდი 23:59
ბეტისი - რენი 23:59
გენკი - სლავია 23:59
ჩელსი - მალმიო 23:59

altევროპა ლიგა. 1/16 ფინალი: "სევილიამ" "ლაციოს" ისევ მოუგო

მკითხველის კომენტარები / 1 /
იგებდა კიარა აგებდა ტავიდანვე შახტარი,და რო გაუძევეს კაცი 1 1 იყო.
butxa
14:56 21-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული