დღეს, 22 თებერვალს, ნიონში ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
ლონდონის "ჩელსი"-კიევის "დინამო"
"აინტრახტი"-"ინტერი"
ზაგრების "დინამო"-"ბენფიკა"
"ნაპოლი"-"ზალცბურგი"
"ვალენსია"-"კრასნოდარი"
"სევილია"-"სლავია"
ლონდონის "არსენალი-"რენი"
"ზენიტი"-"ვილიარეალი"
პირველი მატჩები 7 მარტს, ხოლო საპასუხო 14 მარტს გაიმართება. წყვილში პირველი გუნდები პირველ შეხვედრას შინ ჩაატარებენ.
მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წილისყრა 15 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალური მატჩი ბაქოში ჩატარდება.