ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: რონალდოს სამშობლოში მემკვიდრე გამოუჩნდა - 19 წლის ფელიშის ჰეთ-თრიკი [VIDEO]

AutoSharing Option
11 აპრილს, ევროპა ლიგის 4 პირველი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.

"არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" 2:0 მოუგო. ანგარიში ამ შეხვედრაში რამსიმ გახსნა, რომელმაც "მილანთან" საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ზაფხულში "იუვენტუსში" გადავა, სადაც წლიურ გასამრჯელოდ 7 მილიონი ევრო დაენიშნება. მეორე გოლი საკუთარ კარში კულიბალიმ გაიტანა.


"ვალენსიამ" მატჩის დასასრულს გატანილი გოლებით 3:1 სძლია გასვლაზე "ვილიარეალს" და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. დუბლით თავი 22 წლის ნახევარმცველმა გონსალო გედეშმა გამოიჩინა. "ვილიარეალს" კი ლა ლიგაზეც გასავარდნად აქვს საქმე და ეტყობა, ევროპა
ლიგასაც დაემშვიდობება.


"ბენფიკამ" 4:2 მოუგო "აინტრახტს". ჰეთ-თრიკი ლისაბონური გუნდის 19 წლის თავდამსხმელმა ჟოაო ფელიშმა შეასრულა, რომელმაც საგოლე გადაცემაც გააკეთა. ის ამ ტურნირზე ჰეთ-თრიკის შემსრულებელი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია და არაერთი ევროგრანდი ეპატიჟება. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა მე-20 წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო ფრანკფურტული გუნდის მცველი ნ'დიკა გააძევა. "აიანტრახტი" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე პირველად დამარცხდა.


"ჩელსიმ" პრაღაში 1:0 "სლავიას" თამაშის მიწურულს მარკოს ალონსოს გოლით მოუგო. ხაზგასასმელია, რომ "არისტოკრატების" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ედენ აზარი და ნგოლო კანტე მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა შეცვლაზე.

ლონდონი. "ემირეითსი"
არსენალი - ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 რამსი (15), 2:0 კულიბალი (25, საკ. კარში)

ვილიარეალი. "სერამიკა"
ვილიარეალი - ვალენსია 1:3
გოლები: 0:1 გედეში (6), 1:1 კასორლა (37, პენ), 1:2 ვასი (90), 1:3 გედეში (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: პარეხო (6)

ლისაბონი. "და ლუზი". 60 000 მაყურებელი
ბენფიკა - აინტრახტი 4:2
გოლები: 1:0 ფელიში (21, პენ), 1:1 იოვიჩი (40), 2:1 ფელიში (43), 3:1 დიასი (50), 4:1 ფელიში (54), პესენსია (72)
გაძევება: ნ'დიკა (20, აინტრახტი)

პრაღა. "სინობო". 17 484 მაყურებელი
სლავია - ჩელსი 0:1
გოლი: მარკოს ალონსო (86)

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრები 18 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მესის დონის არა მგონია ვინმე იყოს. რონალდოსი შეიძლება , მაგრამ მესისნაირი აღარ დაიბადება საფერბურთო სამყაროში.
კოკა
19:22 13-04-2019
0
სახელებეს ისე უმახინჯებთ მოთამაშეებს რომ რომ დაგუგლოს კაცმა ვერ ამოაგდებ სახელს. ფელიქს და ფელიში ვერ გაგირჩევიათ? რა გჭირთ...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული