"ბენფიკას" მწვრთნელი: ჟოაო ფელიშს სუპერგმირს ნუ დაუძახებთ

AutoSharing Option
"ბენფიკას" 19 წლის შემტევმა ჟოაო ფელიშმა "აინტრახტთან" მოგებულ (4:2) მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ის ევროპა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც აღნიშნული შედეგის დაფიქსირება მოახერხა.

მატჩის შემდეგ პორტუგალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ბრუნო ლაჟიმ მისი გუნდის ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა:

"ნუ დაუძახებთ მას სუპერგმირს. შესაძლოა, ჩანდეს, რომ ნორმალური არ არის, მაგრამ ნამდვილად არის. ის გადის მოედანზე და ერთობა, თითქოს ისევ ეზოში თამაშობდეს. უნდა მივცეთ საშუალება, უფრო მეტად გაიზარდოს და ისიც მეტად გვასიამოვნებს. ჟოაო ფელიში ფანტასტიკური ფეხბურთელი იქნება", - განაცხადა "ბენფიკას" დამრიგებელმა.

საპასუხო
შეხვედრა ფრანკფურტში 1 კვირაში, 18 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული