ჯილდოც ასეთი უნდა - მეკარემ კარგი თამაშისთვის ოთხი შეკვრა კვერცხი მიიღო

AutoSharing Option
ნორვეგიის „ბრიუნეში“ „ბოდი გლიმტთან“ მატჩში 24 წლის ნიდერლანდელი მეკარის იან დე ბურის (სიმაღლე 199 სმ) წარმატებული დებიუტი შედგა და მისი გარჯა სათანადოდ დააფასეს.

„ბრიუნე“ ჩემპიონატის პირველ ტურში "ბოდო გლიმტთან" 0:1 დამარცხდა, დე ბურმა კი პენალტი მოიგერია, თავის გუნდში საუკეთესოდ აღიარეს და კომპანია Steinsland & Co-სგან ორიგინალური ჯილდოც მიიღო - ოთხი შეკვრა კვერცხი.

კარის დარაჯს პრიზის მიღებისას სიხარული არ გამოუხატავს. გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, რომ თუ მან ასევე კარგად გააგრძელა თამაში, შეიძლება კვერცხების შესაწვავად ტაფაც გადასცენ.

დე ბური ნორვეგიის ელიტური ლიგის
დებიუტანტ „ბრიუნეში“ ახლახან გადავიდა, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 200 ათასი ევროა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
აბა წავიდა კვერცხის ბიზნესიი...
rigiti
15:04 01-04-2025
0
თქვენ იცინეთ და ჩვენი მარკეტების შეფების მადა რო ვიცი სააღდგომოდ 4 "ლატოკი"კვერცხი ერთი ოპელ ვექტრას ფასი იქნება)))
ჯელა
10:59 01-04-2025
2

სიახლეები პოპულარული