"ბენფიკას" ფანმა "აინტრახტთან" ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩზე წასვლა საკუთარი ავტომობილით გადაწყვიტა.
თუმცა ალვარო ოლივეირას საქმეები მთლად კარგად არ აეწყო.
ალვარო, ნაცვლად იმისა, რომ ჩასულიყო ქალაქში ფრანფურტი-მაინზე, ჩავიდა სხვა ქალაქში - ფრანკფურტი-ოდრაზე.
ეს ქალაქები ერთმანეთისგან 600 კილომეტრით არის დაშორებული, თუმცა ყველაზე ტრაგიკული ის გახლავთ, რომ 17-საათიანი მოგზაურობისას პორტუგალიელმა გულშემატკივარმა საჭირო ქალაქს ჩაუარა, იტყობინება onefootball.com-ი.
სამწუხაროდ, ოლივეირას საყვარელი გუნდი 0:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: "აინტრახტმა" "ბენფიკა" გამოაგდო - ნახევარფინალური წყვილები ცნობილია [VIDEO]