ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ლონდონურმა გუნდებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს [VIDEO]

AutoSharing Option
2 მაისს ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

"ვალენსია" სტუმრად დიაკაბიმ კი დააწინაურა, მაგრამ შემდეგ ლაკაზეტმა დუბლი შეასრულა და "არსენალი" წინ გაიყვანა. ის "მეთოფეთა" მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირების ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმში "მეთოფეები" ბევრს უტევდნენ და ბოლოს ობამეიანგმა დალაშქრა ნეტოს კარი - 3:1.

"ჩელსისთან" საშინაოს შეხვედრაში ანგარიში "აინტრახტის" სერბმა ბომბარდირმა იოვიჩმა გახსნა, რომელსაც "რეალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, ხოლო ზედ შესვენებაზე გასვლის წინ პედრომ საპასუხო გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა და ეს შედეგი, 1:1 უთუოდ "არისტოკრატებს"
აძლევს ხელს.

"ჩელსი" ევროპა ლიგაზე აგერ, უკვე 16 მატჩია დაუმარცხებელია და ეს ამ ტურნირის რეკორდია.

ლონდონი. "ემირეითსი".
არსენალი - ვალენსია 3:1
გოლები: 0:1 დიაკაბი (11), 1:1 ლაკაზეტი (18), 2:1 ლაკაზეტი (25), 3:1 ობამეიანგი (90)

არსენალი: ჩეხი, პაპასტატოპულოსი, კოლაშინაცი, მუსტაფი, კოსიელნი (მონრეალი 82), მეიტლენდ-ნაილზი, გენდუზი (ტორეირა 58), იოზილი (მხითარიანი 75), ჯაკა, ობამეიანგი, ლაკაზეტი

ვალენსია: ნეტო, რონკალია, გარაი, გაბრიელი, დიაკაბი, გედეში (გამეირო 71), სოლერი (ვასი 71), პიჩინი, პარეხო, გაია, როდრიგო (მინა 88)

ფრანკფურტი. "კომერცბანკ-არენა". 48 000 მაყურებელი
აიტრახტი - ჩელსი 1:1
გოლები: 1:0 იოვიჩი (23), 1:1 პედრო (45)

აინტრახტი: ტრაპი, ჰინტერეგერი, ფალეტი, და კოშტა, აბრაამი, ფერნანდესი (პასენსია 73), ჰასებე, გაჩინოვიჩი (ვილემსი 90+2), როდე, კოსტიჩი, იოვიჩი

ჩელსი: არისაბალაგა, დავიდ ლუისი, ემერსონი, ასპილოკუეტა, კრისტენსენი, ლოფტუს-ჩიკი (კოვაჩიჩი 83), ჟორჟინიო, პედრო, კანტე, ვილიანი (აზარი 61), ჟირუ

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრები 9 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული