ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ბაქოში ლონდონური ფინალი იქნება [VIDEO]

AutoSharing Option
9 მაისს ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსგავსად, ევროპა ლიგის ფინალიც ინგლისური იქნება.

მეტიც, უეფას რანგით მეორე ტურნირში ერთმანეთს ლონდონური კლუბები - "არსენალი" და "ჩელსი" შეხვდებიან.

"არსენალმა" "ვალენსიას" გასვლაზეც ორბურთიანი სხვაობით მოუგო - 2:4. ესპანელების მხრიდან დუბლი კევინ გამეირომ შეასრულა, ხოლო ლონდონურ კლუბში ჰეთ-თრიკით გამოიჩინა თავი პიერ ობამეიანგმა, 1 გოლიც ლაკაზეტმა გაიტანა.

ნახევარფინალი უფრო რთული გამოვიდა მეორე ლონდონური კლუბისთვის. "ჩელსის" ძალიან გაუჭირდა "აინტრახტთან" და მხოლოდ პენალტების სერიაში მოახერხა გერმანული კლუბის დამარცხება. ფრანკფურტში ნათამაშევი ფრის (1:1) შემდეგ
გუნდებმა ლონდონშიც თითო-თითო გოლი გაუტანეს ერთმანეთს.

ანგარიში ლოფთუს ჩიკმა გახსნა 28-ე წუთზე, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში იოვიჩმა გაათანაბრა. ანგარიში დარჩენილ დროში აღარ შეცვლილა და საქმე პენალტებამდე მივიდა. პენალტები უკეთესად ლონდონური კლუბის ფეხბურთელებმა შეასრულეს და ევროპა ლიგის ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის ფინალს ბაქო უმასპინძლებს. მატჩი 29 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი"
ჩელსი-აინტრახტი 1:1 (4:3)
გოლები: 1:0 ლოფთუს ჩიკი(28), 1:1 იოვიჩი (49)

პენალტები: 1:0 ჰალე, 1:1 ბერკლი, 2:1 იოვიჩი, 2:1 ასპილიკუეტა (ვერ გაიტანა), 3:1 დე გუზმანი, 3:2 ჟორჟინიო, 3:2 ჰინტერეგერი (ვერ გაიტანა), 3:3 დავიდ ლუისი, 3:3 პასიენსია (ვერ გაიტანა) , 4:3 აზარი.

ჩელსი: კეპა, დავიდ ლუიზი, ასპილიკუეტა, ემერსონი, კრისტენსენი(ზაპაკოსტა 74), კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, აზარი, ლოფთუს ჩიკი(ბერკლი 86), ვილიანი(პედრო 62), ჟირუ(იგუაინი 96)

აინტრახტი: ტრაპი, აბრაამი, ჰინტერეგერი, ფალე, და კოსტა, ჰასებე, როდე(დე გუზმანი 70), კოსტიჩი, გასინოვიჩი(პასიენსია 118), იოვიჩი, რებიჩი(ჰალე 90+3)


ვალენსია. "მესტალია"
ვალენსია-არსენალი 2:4
გოლები: 1:0 გამეირო(11), 1:1 ობამეიანგი(17), 1:2 ლაკაზეტი(50), 2:2 გამეირო(58) , 2:3 ობამეიანგი(69), 2:4 ობამეიანგი(88)

ვალენსია: ნეტუ, გარაი, გაბრიელი, პიჩინი(კარლოს სოლერი 56), ხოსე გაია, ვასი, პარეხო, კოკელინი, გუედეში(ფერან ტორესი 71), გამეირო, როდრიგო(სანტი მინა 72)

არსენალი: ჩეხი, ნაჩო მონრეალი, პაპასტატოპულოსი, კოშელნი, კოლოშინაცი(მუსტაფი 71), ჯაკა, იოზილი(მხითარიანი 62), მეითლანდ ნილსი, ტორეირა(გუენდოზი 80), ობამეიანგი, ლაკაზეტი

მკითხველის კომენტარები / 1 /
სარი ავტოსადგურის დისპეჩერივით რომ დაიარებოდა, ბეწვზე გადარჩა. იმედია ფინალშიც ასე აღარ გაუმართლებს. აინტრახტს კიდევ ამ თამაშში მეტი შეეძლო. პენალტებშიც ორბურთიანი უპირატესობა გაატანა ქარს
:))))
02:20 10-05-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული