იურგენ კლოპი აღმოსავლეთ ევროპას სამყაროს სხვა ნაწილად მიიჩნევს - ბაქოში როგორ ჩავაღწიო?

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ევროპა ლიგის ფინალის ბაქოში ჩატარებაზე გააკეთა კომენტარი.

"ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში გაიმართება, მართალია ყველაფერი წარმოუდგენლად ძვირია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სამყაროს სხვა მხარეში არ ჩატარდება. ვფიქრობდი, რომ ფინალის იქ გამართვა საინტერესო იქნებოდა.

გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი კიევში ვითამაშეთ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსული გუნდი, ან სამყაროს ამ ნაწილის გუნდი ფინალში გავიდეს.

მადრიდი ორი ათასი ინგლისელი ფანის მისაღებად უნდა მოემზადოს. ფინალში რომ "აიაქსი" გასულიყო, უფრო მეტი გულშემატკივრები ჩავიდოდნენ.

მაგრამ ბაქო... წარმოდგენა არა მაქვს, იქამდე როგორ ჩავაღწიო. სრულ
გაუგებრობაში ვარ. ფინალების ჩატარების გადაწყვეტილება გაცილებით უფრო ჩამოყალიბებული და გარკვეული უნდა იყოს. ეს უპასუხისმგებლობაა. ვერ გავიგე, როგორ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას.

შესაძლოა, ფასების დარეგულირებაა საჭირო. თურმე, სასტუმროს ნომერი, რომელიც 100 ევრო ღირდა, ახლა 2 700 ევრო ღირს. ეს სიგიჟეა", - ციტირებს კლოპს Sky Sports-ი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ არ გინდოდა ბაქოში ჩამოსვლა რას გაიგიჟეთ თავი, გეცლია ბარსასთვის
Guko
02:17 11-05-2019
9
თორემ ევროპაში არ წევენ სასტუმროებზე ფასს, როცა რაიმე ღონისძიებაა ან გამოფენაა. 30 ევროიანი სასტუმრო 600 ევრო რომ ხდება ხოლმე. მანქანის ქირა 30 ევროს მაგივრად 200 რომ ხდება.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული