აზერბაიჯანელები იურგენ კლოპის ნათქვამმა აღაშფოთა - ისინი ამაში ნაციზმის ნიშნებს ხედავენ

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ევროპა ლიგაზე არაფერი ესაქმება, მერსისაიდული გუნდის მენეჯერმა იურგენ კლოპმა ამ ტურნირის ფინალის ბაქოში ჩატარება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. მან თქვა, რომ საერთოდ არ იცის, როგორ ჩააღწიოს ბაქოში. ეს დასავლური საფეხბურთო სამყაროს არა მარტო აზერბაიჯანისადმი, არამედ აღმოსავლეთ ევროპისადმი ზოგადი დამოკიდებულებაა. რა თქმა უნდა, კლოპის ნათქვამმა ჩვენი მეზობლები გააღიზიანა და აი, რა დაწერა მათმა სახალხო პოეტმა ჩინგიზ აბდულაევმა.

"ლივერპულის" მწვრთნელი იურგენ კლოპი დიადი სპეციალისტია. ეს მართლაც ასეა. თუმცა ბაქოზე მისმა ნათქვამმა შემაძრწუნა.

"არ ვიცი,
იქ რას მიირთმევდნენ, როდესაც ფინალური მატჩის ადგილად ბაქო აირჩიეს?", - იკითხა კლოპმა. ახლა მე მინდა ვკითხო, თავად რა მიირთვა, როდესაც ჩემი ქვეყანა ასე უხამსად მოიხსენია?

უბრალოდ, მინდა გერმანელ კლოპს შევახსენო, რომ ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგიის საფუძველი ერების არიელებად და მეორეხარისხოვნებად დაყოფაში მდგომარეობდა. ეს მეორეხარისხოვნები განადგურებას ექვემდებარებოდნენ - სლავები, ებრაელები, ბოშები. არა, რა თქმა უნდა, ის ასეთ ველურ განცხადებებს არ აკეთებს, მაგრამ ამას სხვა ქვეყნის, სხვა ხალხის ძლიერი უპატივცემულობის ნიშნები ახლავს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ღამით ბაქოში თავდასხმას უნდა უფრთხოდნენ, რაღაც მთლად კორექტული არ არის. ერთი მაჩვენეთ ბარი ან რესტორანი, რომელთა მახლობლად უცხოელები გაძარცვეს. თუ, საჭიროა იმის დამტკიცება, რომ ბაქო ლონდონზე უფრო უსაფრთხო ქალაქია? ლონდონის ზოგიერთ რაიონში ხომ ღამით გავლა არ შეიძლება.

პირიქით შეიძლება ითქვას. ინგლისელი ფანების სითავხედეს უნდა ვუფრთხოდეთ", - წერს აბდულაევი "ფეისბუქზე".



მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს კლოპუშა, ეტყობა მაგ დროს მაგარი გამომტყვრალი იქნებოდა და აზზრზე არ იყო რას ბუქსაობდა.
??????????
16 მაისი 2019 17:54
3
ლონდონი კარგია, მაგრამ უსაფრთხოების მხრივ თბილისთან და ბაქოსთან ახლოსაც ვერ მოვა, ლონდონის ზოგიერთ რაიონებში კი ღამით გამოსვლა ძალიან სახოფათოა. კარგი ტრენერია თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.....
F.F.
16 მაისი 2019 13:18
4
ბაქოში ჩ.ლ.-ს ფინალის დანიშვნა აშკარად კორუფციული გარიგებაა.მიკვირს იმ ხალხის ვინც თბილისსა და ბაქოს ერთ დონეზე აყენებს.საქართველომ მსოფლიოს იმდენი ექსტრა კლასის ფეხბურთელები აჩუქა ბევრ ევროპულ ქვეყანას შეშურდება.გავიხსენოთ განსაკუთრებით მაგრები.მესხი,მეტრეველი,ხურცილავა,ყიფიანი,ჩივაძე,გუცაევი,ქინქლაძე და სხვა.თითეულს შეეძლო ყველაზე მაგარი კლუბების ლიდერები ყოფილიყვნენ.ხოლო 1981 წელს დინამომ ევროპის თასი მოიგო.ჩვენ სხვა დონე ვართ.
ამაშია საქმე
15 მაისი 2019 19:16
1
ბაქო ცუდი ქალაქი არაა მაგრამ თბილისი ჯობია
baqo
15 მაისი 2019 15:12
0
ასეთი გამონათქვამებით კლოპმა ფაქტიურად ჩვენც დაგვარტყა და აი რატომ: მაისის ბოლოს (ევროპა-ლიგის ფინალის წინა დღეს) სწორედ ბაქოში იკრიბება უეფას აღმასრულებელი კომიტეტი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს თუ სად გაიმართება 2021 წლის ევროპა ლიგის ფინალი. მხოლოდ ორი კანდიდატია დარჩენილი - სევილია და თბილისი. კლოპის და მისნაირების სიტყვებს საკმაოდ დიდი წონა გააჩნია. ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, ასეთი კომენტარის შემდეგ რომელ ქალაქს მიანიჭებენ უპირატესობას (ისედაც არ გვქონდა მაღალი შანსები, ახლა ხომ საერთოდ)
patrioti
15 მაისი 2019 12:09
2
სხვათაშორის ჩვენზე სულ სხვა წარმოდგენა აქვთ ყველგან,ჩვენ სხვა დონე ვართ ეგაა,რომ ფული არ გვაქ,პრინციპში ფული არც აზერებს აქვთ,ნავთობით მხოლოდ ალიევი და მისი გარემოცვა გამდიდრდა და რაც კეთდება ბაქოში ნავთობის ფულია.... ჩვენ ევროპული კულტურა გვაქვს,ბაქოში კი წმინდა აზიური,ჩობან ყაურმით უნდა გააკვირვონ კოპი???
ზურა
15 მაისი 2019 15:10
2
როგორ ჩააღწიოს კი არა, გლობუსზე ვერ მოძებნა ბაქო :)
გიორგი
15 მაისი 2019 09:53
2
ამ ორი დიზლაიკის ავტორს მსურს ვკითხო, რა არ მოგეწონათ ჩემს პოსტში? ამ კაცს ბაქო საერთოდ არ ეხება – ბაქოს ეძებს და ვერ პოულობს.. ჯერ დაგუგლოს გეოგრაფია, ნახოს ბაქოს აეროპორტი, უკეთესს თუ მონახავს ევროპაში, მაშინ იბლატაოს. უსაფრთხოებაზე საერთოდ არაა საუბარი, ბაქოში სომეხ ტურისტსაც უბატონოდ ვერ გასცემს ვერავინ ხმას. ასე რომ, სნაჩალა პადუმაი, პატომ გავარი :)
გიორგი
15 მაისი 2019 22:10
4
ეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მგონი სპეციალურად ტროლაობს. თბილისის სუპერთასზეც თქვა ფრთხილად იყავითო. სახელს გვიფუჭებენ სპეციალურად. თბილისი (სავარაუდოთ ბაქოც)ლონდონთან შედარებით სამოთხეა კრიმინალური მდგომარეობის თვალსაზრისით.
შეტევა
15 მაისი 2019 09:27
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული