ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა კარიერა, გამოთქვა მოსაზრება ევროპა ლიგის ფინალის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას ლონდონური კლუბები - "არსენალი" და "ჩელსი" მიიღებენ.
"პირადად მე ვთვლი, რომ "არსენალს" აქვს უპირატესობა. ისინი ცოტათი უკეთესები არიან. მაგრამ "ჩელსის" ედენ აზარი ჰყავს, ის განსაკუთრებული ფეხბურთელია - ნებისმიერ მომენტში შეუძლია რაღაცის მოფიქრება" - ციტირებს BBC-ი ვან პერსის.
ფინალი კი 29 მაისს ბაქოში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.