აზერბაიჯანული მხარე: სომხეთი მხითარიანს პროვოკაციული მიზნებისთვის იყენებს - მას კენედიზე მეტად დავიცავდით

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ "არსენალის" ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანს უსაფრთხოების ყველანაირი გარანტია მისცა, მან ბაქოში ჩასვლაზე და ევროპა ლიგის ფინალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

"სომხეთი სომხური წარმოშობის ფეხბურთელს თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის იყენებს. გასაოცარი და სასაცილოა, რომ მონოეთნიკური სომხეთი, რომელმაც ეთნიკური წმენდა ჩაატარა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანს რასიზმში ადანაშაულებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტმა როვშან ასკეროვმა Sport24.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში კი თქვა, რომ მხითარიანი "მეთოფეთა" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე არაა, ძალით ბაქოში ვერ ჩაიყვანენ, "არსენალმა" ამის გამო ერთი ამბავი
ატეხა, თამაში იმდენად საინტერესო იქნება, რომ მისი არყოფნა არავის არ გაახსენდება, მით უმეტეს, თუ "მეთოფეებმა" გაიმარჯვეს და მხითარიანს ბაქოში ჩასვლის შემთხვევაში კენედიზე მეტად დაიცავდნენ, რადგან ეს მათი ქვეყნის პრესტიჟის საქმეა.

ევროპა ლიგის ფინალი "არსენალსა" და "ჩელსის" შორის ბაქოში 29 მაისს ჩატარდება.


მკითხველის კომენტარები / 6 /
კენედი რა მაგარი დაცული იყო ვნახეთ
Zaza
00:08 24-05-2019
3
ეს პატრიოტული ნაბიჯია. მე ვფიქრობ სწორად მოიქცა, ეხლა არ დაიწყოთ სპორტს პოლიტიკასთან არაფერი ესაქმებაო და ა.შ. ერთი რამ ფაქტია, მან სომეხ ხალხს ასეთი საქციელით გამოუცხადა სოლიდარობა და ამისთვის შეიძლება დიდი პრობლემები შეექმნას გუნდში, მაგრამ მისთვის, თავისი სისხლი და ხორცი უპირველესია ხოლო ყოველდღიური პროფესია მეორე ხარისხოვანი.. ჩვენი ფეხბურთელებიც ასე არ იქცევიან?!.. დღეს ვგებულობთ რომ ნაკრებში ვერ ჩამოდიან ტრავმის გამო, და მეორე დღეს აღმოჩნდება რომ კლუბში ძალიან მონდომებულები ვარჯიშობენ, ზოგიერთრბი კი საერთოდ გაურკვეველი სოლიდარობის აქციებში ერთვებიან და ფერად ფერად სამკლაურებს იკეთებენ...
ტორინო
10:29 24-05-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული