ჩეფერინი მხითარიანის საკითხზე: თუ ზეწოლას ვერ გავუძლებთ, ვერაფრის ორგანიზებას ვერ მოვახერხებთ

AutoSharing Option
"არსენალის" სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი უსაფრთხოების გამო ბაქოში, ევროპა ლიგის ფინალში  მონაწილეობას არ მიიღებს. ამაზე კომენტარი უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა გააკეთა.

"მხითარიანს ბაქოში გამგზავრება არ უნდა? ეს მისი გადაწყვეტილებაა. თუ ფეხბურთი ამ ზეწოლას ვერ გაუძლებს, მომავალში ვერაფრის ორგანიზებას ვერ მოვახერხებთ.

ჩვენ უსაფრთხოების უზრუნველყოფა საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოვახერხეთ, როდესაც მთელი ქვეყანა ტერორისტების სამიზნე იყო", - ციტირებს ჩეფერინს "შპიგელი".

ევროპა ლიგის ფინალი "არსენალსა" და "ჩელსის" შორის  ბაქოში 29 მაისს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული