ოფიციალურად: "მილანი" ევროპა ლიგიდან მოიკვეთა

AutoSharing Option
"მილანი" 2019-20 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს - ამის შესახებ გადაწყვეტილება სპორტული არბიტრაჟის საბჭომ მიიღო.

უეფა გადაწყვეტილების მიზეზად ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევას ასახელებს.

ლომბარდიული კლუბის ადგილს, დიდი ალბათობით, "ტორინო" დაიკავებს, რომელმაც სერია A-ში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

"მილანს" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაც შეეძლო და მეოთხე ადგილზე გასულ თანაქალაქელ "ინტერს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა რა დაარღვია, ნორმალური ფეხბურთელი არ უყიდიათ 10 წელი
Irakli Apkhaidze
21:13 28-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული