ვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" "არარატ-არმენიასთან" 0:2 დამარცხდა. განვლილ შეხვედრაზე მეტოქის მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა ისაუბრა:

"ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიმსახურეთ მოგება. ეს გოლები იყო ჩვენი შეტევიდან გამომდინარე.

მეტოქე კარგად შევისწავლეთ და ეს შედეგიც ჩვენი ტაქტიკური მონახაზიდან ლოგიკური გახლდათ.

ჩემი ტაქტიკური შესაძლებლობები, როგორც მწვრთნელის, ჟურნალისტებმა უნდა შეაფასოთ.

შევეცადეთ, ორივე ტაიმი ერთ დონეზე გვეთამაშა, რამაც შედეგი მოიტანა. წინ ლუქსემბურგული კლუბია".

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა!

 

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა

საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია




მკითხველის კომენტარები / 11 /
თამაშამდე უკრაინულამა საბუკმეიკერო კომპანიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ამ თამაშზე რაღაც საეჭვო ხდებოდა, ანალიზიც დაურთო თან თავისი ეჭვის გასამყარებლად. წავიკითხე თუ არა ეგრევე გავიფიქრე წააგებენ, თამაში გაყიდულია თქო, მაგრამ მქონდა იმედი, რომ ისინი შეცდებოდნენ. ფუ ამ უთავმოყვარეო ბიზნესმენების და მხოლოდ ფულზე დაგეშილი ხალხის ხელშია დღეს ყველაფერი. თავმოყვარეობა სულ დაკარგეთ? ადრე დინამო რომ არარატთან წააგებდა, ტელევიზორს აივნიდან აგდებდნენ, რა უბედურება გვჭირს რომ თავმოყვარეობა აღარ შეგვრჩა. ფუ მე მრცხვენია თქვენ მაგივრად, საზიზღრები ხართ
QOC-NACI
22:58 14-08-2019
2
ის სად არი, ის ალაპარაკეთ გულშემატკივრების გახარება რო უნდოდა მოგებით! უსირცხვილო და უნამოსოები.#ბოიკოტისაბურთალოს
თემო
22:41 14-08-2019
4

სიახლეები პოპულარული