
22 აგვისტოს, ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში "არარატ არმენიამ", რომელმაც წინა წრეში "საბურთალოს" სძლია, საკუთარ მოედანზე დუდელანჟს" 2:1 მოუგო.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიში 22-ე წუთზე "არარატ არმენიას" თავდამსხმელმა მაილსონმა თავურით გახსნა. 68-ე წუთზე სინანიმ საპასუხო გოლი გაიტანა, 90+3-ე წუთზე კი ესტონელმა ნახევარმცველმა ილია ანტონოვმა დალაშქრა მეტოქის კარი და ერევნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 29 აგვისტოს ლუქსემბურგში გაიმართება.